YPARD Georgia

საქართვლოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე (69,700 კმ2) წარმოდგენილია დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. სწორედ ეს განაპირობებს საქართველოს  სოფლის მეურნეობის მრავალფეროვნებას და განსაზღვრავს მის პრესპექტიულობას.

ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობა მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.  აღსანიშნავია, რომ სოფლად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 42%, მაგრამ მათ მიერ შექმნილი დოვლათი არ არის ამ მაჩვენებლის პროპორციული. საგულისხმოა, რომ საქართველოში დასაქმებულთა 50% სოფლის მეურნეობაშია ჩართული, თუმცა მათი 17-18% დღეში 1$-ზე ნაკლებ შემოსავალს იღებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 2015 წლის მონაცემებით 9,2%-ს შეადგენს. აღსანიშნავია რომ სექტორი განიცდის თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმოების ოპტიმიზაციისა და ეკონომიკური საქმიანობის წარმატებით განვითარებისათვის. ამ დარგს ესაჭიროება კონკურენტუნარიანი,  წარმოებისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. საჭიროა, შეიქმნას ეფექტიანი, მაღალპროდუქტიული და მდგრადი აგროსასურსათო სექტორი და მისი განვითარება მოხდეს საწარმოო ჯაჭვის სრულყოფის  გზით.

ახალი ტექნოლოგიების, ცოდნისა და მენეჯმენტის სწრაფად და ეფექტიანად დანერგვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ინვესტიციების მოზიდვა, რომელმაც უნდა წაახალისოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი. ამ ამოცანის განხორციელებისთვის საჭიროა აქტიური მუშაობა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან. ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება ორიენტირებული უნდა იყოს არა დამატებითი ბიუროკრატიის შექმნაზე, არამედ აგროსამრეწველო სექტორში ეკონომიკური საქმიანობის გამარტივებასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც მიმზიდველი გახდება ასევე ახალგაზრდებისთვისაც, რომლებსაც სექტორის დაბალპროდუქტიულობიდან გამომდინარე არ სურთ  დასაქმება და თავისი გამოცდილებისა და ნიჭის ჩადება ამ სფეროში.

YPARD არის ახალგაზრდული საერთაშორისო პლათფორმა, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. იგი ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია და ინოვაციების დანერგვით შეიტანონ წვლილი სოფლის-მეურნეობის განვითარებაში. YPARD Georgian Team ხელს უწყობს  ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის პოპულარიზებას, ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას. შედეგად უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ სექტორით და დებს თავის ენერგიას,  განათლებასა და გამოცდინებას ამ სფეროს განსავითარებლად. 

YPARD Georgia members

Contact YPARD Georgia representative

YPARD Georgia members blog posts

No results found with these search criteria!

Jobs and funding opportunities

No results found with these search criteria!

Featured News for Georgia

No results found with these search criteria!

Events

No results found with these search criteria!